კატეგორიები

მოგზაურობა ბუდაპეშტში

მოგზაურობა ბუდაპეშტში
2025 წელს ბუდაპეშტმა 8 მილიონ ტურისტს უმასპინძლა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ამ ქალაქისთვის და ამ რეკორდის წყალობით ბუდაპეშტი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად იქცა.

ცენტრალურ ევროპაში ძალიან ცოტა ქალაქი თუ იქნება ბუდაპეშტზე ლამაზი. ქალაქში, რომელსაც მდინარე დუნაი ორად ჰყოფს, ისტორიული ციხესიმაგრეები, თერმული აბანოები და მსოფლიო დონის სამზარეულო დაგხვდებათ.

Grand Voyager-ის ამ ეპიზოდში “ევრონიუსის” წამყვანი ლილი დაუსმა გაარკვია, მაინც რატომ არის ბუდაპეშტი ასეთი პოპულარული. მისი მოგზაურობა ქალაქის “პეშტის” მხარეს დიწყო სეჩენის თერმულ აბანოებთან, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აბანოა. ეს 1913 წელს აშენებული აბანო ყოველ წელს მილიონამდე ადამიანს იზიდავს.

აქედან ლილი ცენტრალურ პარკში გადავიდა, სადაც 1896 წელს მილენიუმის გამოფენა მოაწყეს. ამ ადგილას ლილიმ დაათვალიერა ვაიდაჰუნიადის  ციხე-კოშკი, გმირთა მოედანი და უნგრეთის სახელმწიფო ოპერა. მისი მოზგაურობა პეშტის უბანში წმინდა სტეფანეს ბაზილიკაში მისვლით დასრულდა, რომელიც ბუდაპეშტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელოგიური ღირსშესანიშნაობაა.

ამის მერე ლილი ბუდაში გადავიდა, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, სადაც მეთევზეთა ბასტიონს ეწვია. დაათვალიერა მახლობლად მდებარე ბუდას ციხესიმაგრე და წმინდა მატიაშის ეკლესიაც, სადაც  ციხესიმაგრეების ისტორიული უბნის შესახებ უფრო მეტი გაიგო. ტურის ბოლოს ლილიმ მდინარე დუნაიზე ნავით გაისეირნა.

ბუდაპეშტში ყოფნის დროს ლილი დაბინავდა სასტუმრო Four Seasons Hotel Gresham Palace Budapest-ში, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში დგას. სასტუმროში ლილი გამაჯანსაღებელ სპა-სალონში გაანებივრეს, რომელიც უნგრეთის სპა-კლუტურის ტრადიციებს იცავს.

ბუდაპეშტის დათვალიერების შემდეგ ლილი სოფელ ქოშპალაგში ჩავიდა, რათა ენახა, თუ რა ხდება ქალაქგარეთ. მან ადგილობრივ შემგროვებელთან ერთად გაისეირნა ტყეში, გასინჯა ველური მცენარეები და შემდეგ ორგანულ ბაღს ესტუმრა, სადაც ტირიფის წკნელებით კალათის დაწვნა ისწავლა.

ლილის ბუდაპეშტში მოგზაურობა  მიშლენის ორი ვარსკვლავის მფლობელ პრესტიჟულ რესტორანში დასრულდა, სადაც მან მან მზარეულის მასტერკლასი გაიარა და კერძებიც გასინჯა. მართლაც რომ ამბებით დატვირთული თავგადასავალი გამოდგა!

ავტორი: ლილი დაუსი

დაკავშირებული ამბები
მოგზაურობა ბუდაპეშტში მოგზაურობა ბელგრადში