კატეგორიები

მერცის ნაბიჯი რეიტინგის ვარდნის შესამცირებლად - გერმანიის მთავრობაში ცვლილებებია

მერცის ნაბიჯი რეიტინგის ვარდნის შესამცირებლად - გერმანიის მთავრობაში ცვლილებებია
რამდენიმე დღით ადრე დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები ფრიდრიხ მერცმა სისრულეში მოიყვანა და ისინი მოსალოდნელზე ბევრად მასშტაბური აღმოჩნდა.

საკვანძო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, გერმანიის კანცლერმა მინისტრთა კაბინეტში გადაადგილება ახსნა ერთი მთავარი პრინციპით - გაგრძელდეს სწრაფვა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

ამ ნაბიჯით ფრიდრიხ მერცი ცდილობს, ახალი შემართებით შეუდგეს ქვეყნის მართვას თავისი სულ უფრო და უფრო მეტად არაპოპულარული ადმინისტრაციის მეშვეობით - უარყოფით დინამიკას ადგილობრივი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს და ამის აღიარება არც თავად გერმანიის კანცლერს უჭირს.

ამ მონაცემების მიხედვით, მზარდია ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერის მაჩვენებელი.

საკადრო ცვლილებების შედეგად, უკვე ცნობილია, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ნინა ვარკენს კატსტენ ლინემანი დაინიშნება, რომელიც დღემდე „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა.

ცვლილებებს ბიძგი მისცა მმართველი კონსერვატიული ბლოკის საპარლამენტო ლიდერის, იენს შპანის თანამდებობიდან გადადგომამ, რაც სუროგაციის საკითხთან დაკავშირებული სკანდალითაა გამოწვეული. ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ის და მისი ქმარი აშშ-დან მყოფი სუროგატი დედისგან გაჩენილი ბავშვის მშობლები გახდნენ, ეს კი გერმანიაში აკრძალულია და „ქრისტიან-დემოკრატებიც“ მკაცრად ეწინააღმდეგებიან ამ პრაქტიკას.

ფრიდრიხ მერცის გუნდმა ჯერჯერობით ვერ შეძლო მთავარი დაპირების შესრულება ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა, უკეთესობისკენ სწრაფვაზე ბერლინი უარს არ ამბობს.

გერმანიის წამყვანი ინსტიტუტები ზრდის შენელებულ პროგნოზებს აფიქსირებენ, ზრდის ტემპი მოსალოდნელზე ნელია. ქვეყანაში წარმოებაზე უარყოფითად მოქმედებს საერთაშორისო ლოგისტიკური შეფერხებები და გეოპოლიტიკური დაძაბულობა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები.

დაკავშირებული ამბები
მერცის ნაბიჯი რეიტინგის ვარდნის შესამცირებლად - გერმანიის მთავრობაში ცვლილებებია ბერლინი ვაშინგტონს ტომაჰავკების ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენასა და მათი გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებაზე  შეუთანხმდა