კატეგორიები

ინგლისი „შემოდგომის ერთა თასის“ გამარჯვებულია

ინგლისი „შემოდგომის ერთა თასის“ გამარჯვებულია

ავტორი: გიორგი სანაძე

„შემოდგომის ერთა თასის“ ფინალში ინგლისმა საფრანგეთი 22:19 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა დამატებით დროში გამოვლინდა.

საფრანგეთი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა. ინგლისელებმა ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრეს, რის შედეგადაც დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით დროში, როდესაც ნებისმიერი მოპოვებული ქულა გამარჯვების ტოლფასია, ინგლისმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა. თუმცა ოუენ ფარელმა შანსი ვერ გამოიყენა და მატჩი გაგრძელდა.

ინგლისელებმა ჯარიმა მეორედაც მიიღეს. ამჯერად ფარელმა ზუსტად დაარტყა და ინგლისმა გაიმარჯვა.

შესაბამისად, პირველი და მეორე ადგილები ინგლისმა და საფრანგეთმა გაინაწილეს. მესამეზე ირლანდია გავიდა, მეოთხეზე –  შოტლანდია, მეხუთეზე –  უელსი, მეექვსეზე კი – იტალია. ფიჯიმ მეშვიდე ადგილი დაიკავა, საქართველოს ნაკრები კი მერვე ადგილზე გავიდა.

„შემოდგომის ერთა თასის“ ბოლო შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ ფიჯისთან 38:24 დამარცხდნენ.

Related news
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები