მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის კანდიდატები წარადგინა

ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის კანდიდატები წარადგინა

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბარაქ ობამას დროინდელი რამდენიმე ოფიციალური პირი ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში მაღალ თანმდებობაზე წარადგინა. ეს ნიშნვას, რომ ახალი პრეზიდენტი არ გააგრძელებს დონალდ ტრამპის პოლიტიკურ კურსს, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია.

ნაცნობი სახე წარსულიდან – ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯონ კერი ჯო ბაიდენის მომავალ ადმინისტრაციაში კლიმატის კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებში  სპეციალურ წარმომადგენლად ინიშნება.  კერის ამოცანაა, კლიმატის ცვლილების პრობლემის მოსაგვარებლად თავდაუზოგავად იმუშაოს. იგი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი იქნება.

პროფესიონალი დიპლომატი ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინეს. ბლინკენი ბაიდენის დიდი ხნის თანამებრძოლია. იგი ობამას ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო დეპარტამენტში რანგით მეორე თანამდებობას იკავებდა და ობამას ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო.

ალეჰანდრო მაიორკასი  პირველი  ლათინო ამერიკელი მიგრანტი იქნება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების მდივნის თანამდებობას დაიკავებს. ლინდა თომას-გრინფილდი გაეროში დაინიშნება ელჩად, ხოლო დაზვერვის დირექტორი პირველად ამერიკის ისტორიაში ქალი იქნება და ამ თანამდებობას ევრილ ჰეინსი დაიკავებს.

ჯანეტ იელენი პირველი ქალი იყო, რომელმაც წარსულში ამერიკის ფედერელური სარეზერვო სისტემას უხელმძღვანელა. ჯო ბაიდენის ადმინსიტრაციაში იგი პირველი ქალი იქნება, რომელიც ხაზინას უხლემძღვანელებს.

ბაიდენის ახალი კაბინეტის შექმნა მმართველობის ტრადიციულ ფორმის დაბრუნებას გულსიხმობს და ზოგიერთი კანდიდატის დამტკიცებას სენატის თანხმობა დასჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend