მთავარისპორტიტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია.

20 წლის სპორტსმენმა პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 81 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში  გამოცდილი მეტოქე, ბულგარელი ივაილო ივანოვი 45 წამში დაამარცხა და 23-წლამდელთა ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატიც მედლით დაასრულა.

ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირი იტალიელ კრისტიან პარლატისთან მოგებით დაიწყო. შემდეგ ბერძენი ტეოდოროს დემურციდისი დაამარცხა.

ტატო გრიგალაშვილის განცხადებით, ყველაზე რთული მატჩი მან თანამემამულის, ლუკა მაისურაძის წინააღმდეგ გამართა და გაიმარჯვა. ნახევარფინალში გრიგალაშვილმა 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა.

პირველი დღისაგან განსხვავებით, საქართველოს გუნდისთვის მეორე დღე წარმატებული გამოდგა. მედლები მოიპოვეს ლაშა შავდათუაშვილმა (ვერცხლი) და ლუკა მაისურაძემ (ბრინჯაო). ამ გამარჯვებების შედეგად საქართველოს გუნდი ვაჟთა საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გადავიდა.,

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend