ლგბტ პირთა და ე.წ. უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ მიღებული ახალი კანონების გამო ხელოვნებას ცენზურის საფრთხე ემუქრება. წიგნის გამყიდველები ამბობენ, რომ კანონები ბუნდოვანია და შესაძლოა ყველა ტიპის წიგნს შეეხოს.
ერთ-ერთი გამომცემლობის წარმომადგენელი ევგენი კოპიოვი მიიჩნევს, რომ თუ ეს წესები ზედმიწევნით აღსრულდება, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ზოგადად ლიტერატურაზე, მათ შორის კლასიკურზეც. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა ექნებათ მათ მარეგულირებელ ორგანოებთან.
გამომცემლები თვლიან, რომ იქნება ორმაგი ტიპის ცენზურა, რომელსაც, ერთი მხრივ, სახელმწიფო დააწესებს, მეორე მხრივ კი, თავად ავტორები.
ერთ-ერთი გამომცემლობის მთავარი რედაქტორის მარინა კადეტოვას თქმით, ძალიან ბევრი შეზღუდვაა. მისი აზრით, ეს კანონები გავლენას ახდენს გამომცემლების მუშაობაზე, განსაკუთრებით ავტოცენზურის შემთხვევაში.
საზოგადოებას მიაჩნია, რომ ცენზურის გამო უფრო მეტად გაიზრდება რადიკალური და ინოვაციური წიგნებისადმი ინტერესი.