მთავარიმსოფლიოკავკასიააშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გააფორმეს

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გააფორმეს

14 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონსა და ერევანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას მოაწერეს ხელი.

ქარტია ადგენს ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლობის ჩარჩოს და ითვალისწინებს დემოკრატიის, სამართლიანობისა და ინკლუზიურობის განმტკიცებას.

„ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი აშშ-ისა და სომხეთს შორის ურთიერთობებში. ჩვენ ვქმნით აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. ეს კომისია გვაძლევს ჩარჩოს, რომლითაც გავაფართოებთ თანამშრომლობას ეკონომიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროებსა თუ სასამართლო სისტემაში. ყოველი ასეთი საერთო ინტერესი ჩვენს პარტნიორობას განამტკიცებს“, – ამბობს ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ენტონი ბლინკენმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ეს ქარტია მნიშვნელოვანია კავკასიელ ხალხთა უსაფრთხოებისა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მისივე თქმით, სომხეთთან მოლაპარაკებები 123 შეთანხმების შესახებ დაიწყება.

„ვაფასებთ შეერთებული შტატების ჩართულობას, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. გვჯერა, რომ სტაბილური და განვითარებული სამხრეთი კავკასია ყველა რეგიონული აქტორისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. სომხეთი რჩება მშვიდობის დღის წესრიგის ერთგული და ამ მიზნის მისაღწევად შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის მზადაა“, – ამბობს არარატ მირზოიანი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ სომხეთთან ბირთვული ენერგიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობაც იგეგმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend