მთავარისაქართველოევრონიუს ჯორჯიას საგანგებო განცხადება

ევრონიუს ჯორჯიას საგანგებო განცხადება

ევრონიუს ჯორჯიას გუნდი სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს მზია ამაღლობელს! პროფესიონალიზმით გამორჩეულ კოლეგას, თავდადებულსა და უკომპრომისოს, რომელიც ყველაზე მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით მუშაობის მაგალითს აძლევს მთელ ქართულ მედიას – დამოუკიდებელი მედიის ჩასახვიდან დაწყებული, დღემდე… ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია ამაღლობელს, რომელიც ქართულ მედიასივრცეში ორი უმნიშვნელოვანესი გამოცემის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“, დამფუძნებელია. ყველა ქვეყანა იამაყებდა ასეთი გამოცემებით! იქ, სადაც ასეთი ჟურნალისტები მუშაობენ, ნამდვილად არის ევროპა!

გვჯერა, მზია ამაღლობელი მალე დაუბრუნდება თავის სამუშაო მაგიდას. იქ არის მისი ადგილი და ასეთი სჭირდება ის საქართველოს.

სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend