მთავარისაქართველოსაპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ყოველდღიური სამუშაო შეხვედრის ფორმატი განაახლეს

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ყოველდღიური სამუშაო შეხვედრის ფორმატი განაახლეს

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა ყოველდღიური სამუშაო შეხვედრის ფორმატი განაახლეს. დღევანდელ შეხვედრაზე „ქართული ოცნების” ოპონენტი პოლიტიკოსები საერთო სამოქმედო გეგმის დოკუმენტის შემუშავებასა და მიმდინარე პროცესებზე მსჯელობენ.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ მიუხედავად მმართველი გუნდის წინააღმდეგობისა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე მათ მაინც მოუწევთ ხელახალი არჩევნების ჩატარება. მათი თქმით მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაძლო გეგმა ჰქონდეთ მზად.

როგორც ოპოზიციური პარტიების წევრები ამბობენ, ისინი არჩევნების ფორმის საკითხზეც მსჯელობენ, რადგან როგორც ელექტრონულად, ისე ძველი სტილით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.

ოპოზიციის თქმით, დოკუმენტზე, რომელზეც ისინი მუშაობენ, მოიცავს ახალი არჩევნების სტრატეგიას, არჩევნების ფორმას. მათი განცხადებით, იმისთვის მუშაობენ, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, ხოლო დოკუმენტის საბოლოო შედეგი რამდენიმე დღეში იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend