მთავარისაქართველოქართული ხორბლის მსოფლიო აღიარება

ქართული ხორბლის მსოფლიო აღიარება

ანზორ მაისურაძეს 18 წელია, ქართული ხორბალი მოჰყავს. ასე აგრძელებს ბიოფერმერი 8000 წლოვან უწყვეტ კულტურასა და ტრადიციას, რომლებიც წინაპრებმა შემოგვინახეს და სულ ცოტა ხნის წინ იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.

ხორბლის ტრადიციული სახეობების აღდგენაზე უკვე 30 წელია, მუშაობს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“.  ისინი ქართველ გლეხებსა და ფერმერებს ქართული ხორბლის მოყვანაში ეხმარებიან. ასოციაციის კონსულტანტი ნუკრი მემარნიშვილი ქართული ხორბლის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე გვიამბობს. გვიამბობს იმაზეც, თუ როგორ დაეხმარნენ დასავლელი კოლეგები საქართველოს უნიკალური ჯიშები შეენარჩუნებინა.

ეს მსოფლიო აღიარება კი, 10 დეკემბერს ნიუ-დელიში ოფიციალურად გაფორმდა. იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე საქართველოს დელეგაციაც იმყოფებოდა.

„ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები“ მეხუთე ქართული ნომინაციაა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში და დაიკავებს ადგილს ისეთი ქართული არამატერიალური მემკვიდრეობების გვერდით, როგორებიცაა „ქვევრის ღვინის დამზადების  უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“, „ქართული ჭიდაობა“,  „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ და, რა თქმა უნდა, „ქართული მრავალხმიანობა“ .

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend