6-7 დეკემბერს საქართველომ “იუსიმასის” მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრებას და მსოფლიო თასს უმასპინძლა.
მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრებამ 84 ქვეყნის 1,500 მოსწავლე და 4,000-ზე მეტ სტუმარი გააერთიანა. მათ შორის იყვნენ პედაგოგები და განათლების მიმართულებით ოფიციალური პირები მთელი მსოფლიოდან.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ისაუბრეს “იუსიმასის” საერთაშორისო კონკურსის ჩემპიონმა, ლაშა-გიორგი ბრეგვაძემ და “იუსიმასის” ფრენჩაიზის მფლობელმა, საჰარ ჰარბიმ.
