„ევროპა ახალგაზრდობისთვის: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება“ – კრეატიული განვითარების ცენტრმა ამ სახელწოდებით გამართულ Tech4Skills-ის იდეების მარათონს უმასპინძლა პროფესიული განათლების შესახებ.
48 საათის განმავლობაში 32 გუნდის 100 მონაწილე მუშაობდა იდეების გენერირებაზე, რათა მიეღოთ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები პროფესიული განათლების სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის პროტოტიპების შესაქმნელად.
გამარჯვებული გუნდებს შორისაა Skillzy – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, გენდერულ ბალანსს და ინკლუზიურობას.
ევრონიუს ჯორჯიას ერთერში იდეების მარათონის შესახებ კრეატიული განვითარების ცენტრის დირექტორმა, Tech4Skills-ის წამყვანმა ექსპერტმა, დავით მირველაშვილმა და Skillzy-ის დამფუძნებელმა, ნინე კაპანაძემ ისაუბრეს.
