კატეგორიები

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ ეფექტიანად მიმდინარეობს

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ ეფექტიანად მიმდინარეობს

შეერთებული შტატები, რომელიც  ძალისხმევას არ იშურებს მშვიდობის მისაღწევად, მთავარი პარტნიორებისგანაც უფრო ფართო თანამშრომლობას მოითხოვს. ამის ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 დეკემბერს აღნიშნა, რომ ახლა ყველაფერი  საკმაოდ ეფექტიანად მიმდინარეობს.

თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში დაგეგმილია შეხვედრები, როდესაც ამერიკული გუნდი მოსკოვიდან დაბრუნდება და ვაშინგტონში შესაბამის კონსულტაციებს გაივლის.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშაბათს, 2 დეკემბერს, კრემლში შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს შეხვდა. მათ  აშშ-ის მიერ მომზადებული წინადადებები განიხილეს.

პუტინის ერთ-ერთმა მრჩეველმა, იური უშაკოვმა, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, თუმცა დასძინა,  რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

„ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შეერთებულ შტატებში – მას შემდეგ, რაც ამერიკული გუნდი მოსკოვიდან დაბრუნდება და ვაშინგტონში შესაბამის კონსულტაციებს გაივლის.  რუსტემ უმეროვი, ანდრიი ჰნატოვი, მოლაპარაკებების ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად, გააგრძელებენ მოლაპარაკებებს პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან. უახლოეს დღეებში ველოდებით სიახლეებს ასეთ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. შეხვედრები შეიძლება შედგეს როგორც პირადად, ისე სატელეფონო კავშირით.

პარტნიორებს მუდმივი კონტაქტი აქვთ ერთმანეთსა და უკრაინასთან. ყველაფერი ახლა საკმაოდ ეფექტიანად მიმდინარეობს – ჟენევასა და ფლორიდაში შეხვედრებზე  უკრაინასაც მოუსმინეს. და ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ველით, რომ შემდგომშიც ასე გაგრძელდება. ღირსეული მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გათვალისწინებული იქნება უკრაინის ინტერესები“, – განახადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Related news
„მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი „ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები