რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რამდენიმე წუთის წინ ინდოეთში ჩაფრინდა. ის მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან პოლიტიკური დიალოგისთვის ემზადება. ნარენდრა მოდი სტუმარს ნიუ-დელის აეროპორტში პირადად დახვდა და თბილადაც მიიღო. ლიდერებმა ერთი ავტომობილით იმგზავრეს.
რუსული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიდერების შეხვედრა პარასკევს, 5 დეკემბერსაა ჩანიშნული. პარტნიორი სახელმწიფოებს შორის საუბრები ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებასა და გაფართოებას შეეხება ყველა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილშიც.
ამ საკითხზე საუბარი უკვე შედგა ინდოეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის. მათ სამხედრო თანამშრომლობასა და ამ მხრივ პარტნიორობის ახალი მიმართულებების აღმოჩენაზე ისაუბრეს – იქნება ეს შეიარაღება თუ სარაკეტო სისტემები.
ინდოეთი და რუსეთი, როგორც „ბრიქსის“ წევრი სახელმწიფოები ერთმანეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ, უკრაინაში რუსული აგრესიის მიუხედავად ინდოეთი აგრძელებს რუსული ნავთობის შესყიდვას, რაზეც ვაშინგტონმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზიები და მაღალი ტარიფების დაწესებითაც კი დაიმუქრა, – ამჟამად ის 25 %-ს შეადგენს.
რაც შეეხება თავად ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ინდოეთში, ეს 2021 წლის შემდეგ ნიუ-დელიში მისი პირველი ვიზიტია, ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
