დიაბეტის მსოფლიო დღე

თარიღი შაქრიანი დიაბეტის ირგვლივ ცნობიერების ამაღლების მიზნით აღინიშნება

14 ნოემბერი – დიაბეტის მსოფლიო დღეა. თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება შაქრიანი დიაბეტის, მისი პრევენციისა და მართვის მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

,,გზამკვლევებიდან პრაქტიკამდე”- 10-13 ნოემბერს, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში” 4-დღიანი საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების რეალურ კლინიკურ პრაქტიკასთან ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. მასტერკლასს უძღვებოდა პროფესორი საქიბ მაჰმუდი, ბრიტანელი ოჯახის ექიმი, კლინიცისტი, პედაგოგი და მედია-ჯანმრთელობის ექსპერტი, რომელსაც 30-წლიანი გამოცდილება აქვს შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის მიმართულებით.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პროფესორმა საქიბ მაჰმუდმა და ღონისძიების ორგანიზატორმა- პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა, ენდოკრინოლოგმა, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” მედიცინის სკოლის დეკანმა და „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” დირექტორმა თამარ კვარაცხელიამ ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend