ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი, რომელიც პირველად მოიცავს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას.
მოკლევადიანი კონტრაქტები დასრულდება ექვს თვეში, ხოლო გრძელვადიანი 2027 წლის დასაწყისში, რაც ნიშნავს, რომ ბლოკი რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას დაასრულებს უფრო ადრე, ვიდრე დაგეგმილი იყო.
ახალი პაკეტი ასევე გულისხმობს ახალ შეზღუდვებს რუსი დიპლომატებისთვის მოგზაურობის შესახებ და სიაში ამატებს მოსკოვის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 117 გემს.
Appreciated this evening’s call with @SecScottBessent and the Treasury decision to sanction major Russian oil companies in the face of Russia’s lack of commitment to the peace process.
With the imminent adoption of the EU’s 19th package, this is a clear signal from both sides…
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) October 22, 2025
სანქციებს აქამდე წინააღმდეგობას უწევდა სლოვაკეთი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან გარკვეულ გარანტიებს ითხოვდა. 22 ოქტომბერს რობერტ ფიცოს მთავრობამ განაცხადა, რომ ბრიუსელმა დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები.
უკრაინა მიესალმა გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ უკვე მზადდება სანქციების მე-20 პაკეტი, რაც კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის ფინანსურ შესაძლებლობებს ომის გასაგრძელებლად.
