დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში ჩავიდა, სადაც ოცი ქვეყნის ლიდერთან ერთად ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებულ სამშვიდობო სამიტს დაესწრება.
სამიტზე მხარეები ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმის პირველ ნაბიჯებს განიხილავენ, რომლის მიზანიც ღაზაში მიმდინარე ომის დასრულებაა. სამიტს ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ-ფატაჰ ელ-სისი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებენ.
10 ოქტომბერს ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის დიდი ნაწილი დატოვეს, „ჰამასს“ კი 72-საათიანი ვადა ჰქონდა, ისრაელელი მძევლების გატავისუფლებას. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მათი გათავისუფლების პროცესი 13 ან 14 ოქტომბერს დასრულდება.
ჯერჯერობით უცნობია, მხარეებმა რაიმე შეთანხმებას მიაღწიეს თუ არა ღაზის ომის შემდგომ მმართველობაზე, ტერიტორიის რეკონსტრუქციასა და ისრაელის მოთხოვნაზე, რომ „ჰამასი“ განიარაღდეს.
