ბელგიის პოლიციამ დააკავა სამი მამაკაცი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან პოლიტიკოსებზე ე.წ. „ჯიჰადისტური სტილის“ თავდასხმის დაგეგმვაში.
ფედერალური პროკურორების თქმით, ცხრა ოქტომბერს ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში ხელნაკეთი ბომბი იპოვეს. სამივე მამაკაცი ანტვერპენის პორტში ცხოვრობდა.
ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც ანტიტერორისტული სასამართლოს მოსამართლემ ქალაქში მათი სახლების ჩრეკის ორდერი გასცა.
ასაფეთქებელი ნივთიერებები პოლიციის ძაღლებმა იპოვეს. პროკურორებს არ დაუსახელებიათ იმ პოლიტიკოსთა ვინაობები, რომელთა მკვლელობაც იგეგმებოდა.
პროკურორებმა, ასევე, აღნიშნეს, რომ დაკავებულებს დრონის აწყობის მცდელობაც ჰქონდათ. ეჭვმიტანილები დაბადებული არიან 2001, 2002 და 2007 წლებში. სასამართლოს წინაშე ისინი დღეს წარდგებიან
