მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთი პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ცდილობს

საფრანგეთი პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ცდილობს

საფრანგეთში ბევრი კითხვა ისმის: იქნება თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები? ვინ იქნება ახალი პრემიერი? ან თუნდაც გადადგება თუ არა ემანუელ მაკრონი? – პასუხები ჭირს, თუმცა ახლახან გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ პოზიტიური მოლოდი გააჩინა, როდესაც თქვა, რომ კანონმდებლებთან ამჯერად გამართული კონსულტაციების შემდეგ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას ნაკლებად განიხილავს.

“ელისეს სასახლეში პრეზიდენტს წარვუდგენ ამ სიტუაციიდან გამოსვლის გეგმას,რომლებიც მაგიდაზეა. მაქვს საფუძველი გითხრათ, რომ კანონმდებლებს შორის არსებობს სურვილი საფრანგეთის ბიუჯეტი მიღებულ იქნას 31 დეკემბრამდე.  ეს კი გამორიცხავს ეროვნული ასამბლეის დათხოვნის პერსპეტივას, თუმცა ეს არაა საკმარისი, ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს იმგვარ პარამეტრებს, რომ საფრანგეთმა წინსვლა შეზლოს. კანონმდებლებს ესმით,რომ ამ მდგომარეოას აქვს ნეგატიური ეფექტი ეკონომიკაზე და სოციალურ საკითხებზე.  ეს კი საკვანძო ფაქტორია, რაითიც უნდა ვიხელმძღვანელოთ. საგულისხმოა საერთაშორისო სიტუაციაც,რადგან უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა თუ სხვა მიმართულებებით არაერთ დედაქალაქში გაჩნდა შეკითხვები. საბედნიეროდ აქ პრეზიდენტი წარმოგვადგენს. მაგრამ ესაა ნიშანი,რომ  საკითხი დროულად დასრულდეს”, – აღნიშნა სებასტიან ლეკორნუმ.

სებასტიან ლეკორნუ – Copyright Reuters

ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში ლაკორნუმ კანონმდებლების მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა, რის გამოც იძულებული გახდა გადადმგარიყო. ამან პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაამწვავა, ამიტომ ემანუელ მაკრონმა მისსავე შერჩეულ კანდიდატს 24 საათი მისცა გამოსავლის გზების მოსაძებნად.

უკვე ძველი მინისტრი ახალი გეგმის იმედადაა, რომელიც მმართველ გუნდს ახალ არჩევნებს ან სხვა მკვეთრ მოძრაობებს აარიდებს თავიდან. სხვა გეგმა აქვთ ოპონენტებს, შექმნილი სიტუაცია პროცესების თავის სასარგებლოდ შემოტრიალების შანსი მიეცათ და ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებენ.

მართალია, ულტრამემარცხენე პარტიამ „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ბიუროსგან უარი მიიღო, თუმცა არსებობენ სხვა პარტიები,რომლებიც დანენებას არ აპირებენ.

“მე ვთხოვ ემანუელ მაკრონს დაითხოვოს ეროვნული ასამბლეა. თუ ისურვებს, დატოვოს თავისი თანამდებობა და ჩანიშნოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები – ეს მისი პასუხისმგებლობაა. ნათელია, რომ როდესაც იქმნება დემოკრატიული ჩიხი ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია – ჩვენ უნდა მოვუხმოთ არა მხოლოდ პასუხისმგებლობას, არამედ უნდა ვიგულისხმოთ რომ  ხალხი აქ არა პრობლემა, არამედ გადაწყვეტაა. მე ვთხოვ ემანუელ მაკრონს მილიონობით ფრანგის სახელით,ვისაც აღარ სურს ამ არასტაბილურობის მოთმენა, იმ ბიზნესმენების სახელით,რომლებიც შეწუხებულები არიან მოულოდნელობებით, განსაკუთრებით კი საბიუჯეტო ნაწილში – იმ ადამიანების სახელით რომლებიც ელოდებიან პასუხებს ჯანდაცვასთან, განათლებასთან, უსაფღთხოებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე  – დაუბრუნდეს ჯანსაღ და მშვიდ მდგომარეობას, ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები,რომ ფრანგმა ხალხმა აირჩიოს იმ  ხალხის უმრავლესობა, ვინც კვლავ განახორციელებს გრძელვადიან პოლიტიკას ამ ქვეყნისთვის”, – ამბობს ჯორდან ბარდელა “ეროვნული გაერთიანებიდან”.

ბარდელა საკუთარ პარტიას და მის მოკავშირეებს გულისხმობს.”ეროვნული გაერთიანებას” ოქრის შანსი მიეცა უპირატესობა მოიპოვოს და პარლამენტში უმრავლესობა შეკრას.

მართალია მათ ლიდერს, მარი ლე პენს რამდენიმე წლით თანამდებობების დაკავება კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდების გამო აკრძალული აქვს,თუმცა პარტია თამაშში რჩება. პოლიტიკური თამაშები საგრძნობია მოსახლეობისთის,რომელიც ამ პროცესის მალე დასრულების მოლოდინშია.

“ვწუხვარ, რადგან ადამიანები ერთმანეთს ვერ ელაპარაკებიან, ვერ თანხმდებიან, ყველა თავისკენ იწევს, ეს ეგოებს სორის ჭიდილია”, – ამბობს პარიზელი პატრიცია რუსელი.

“უდავოდ იგივე იქნება ხელახალი არჩევნების შემთხვევაში ეროვნული ასამბლეა კვლავ ფრაგმენტირებული იქნება,თუ პრეზიდენტი გადადგება, არ ვიცი ვინ იქნება ახალი იპრეზიდენტი.

პოლიტიკური პარტიები რადიკალურად არიან განწყობილნი, და ერთმანეთსაც უფრო რადიკალურებად აქცევენ. ვფიქრობ, ფრანგი ხალხი თავს კუთხეში მიმწყვდეულად გრძნობს და მეც ასე ვარ. მაქვს განცდა, რომ მეხუთე რესპუბლიკა მართვით სუნთქვაზეა და იქნებ ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს. ამასთან ყველა პარტიას თავისი წილი უნდა, ყველა თავისას ითხოვს და ეს ცოტა არიყოს სასაცილოა”, – ამბობს საფრანგეთის მოქალაქე გილიამ გლადე.

ახლა ყველა ემანუელ მაკრონის პასუხის მოლოდინშია, რომელსაც თანამდებობაზე 2027 წლის მაისამდე აქვს ვადა. მან არაერთხელ თქვა,რომ გადადგომას არ გეგმავს,უკვე ბოლო კრიზისს ჯერჯერობით სიღრმისეულად არ გამოხმაურებია. პარლამენტის დათხოვნის, ახალი არჩევნებისა თუ გადადგომის გარდა მას აქვს კიდევ ერთი ვარიანტი, დანიშნოს ახალი პრემიერ-მინისტრი ოპონენტთა ბანაკიდან.პრემიერის დანიშვნა კონსტიტუციით სწორედ მისი უფლებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend