კატეგორიები

პერუში სტუდენტები მთავრობის გადადგომას ითხოვენ

პერუში სტუდენტები მთავრობის გადადგომას ითხოვენ

პერუში უკვე მეორე დღეა, გრძელდება მასშტაბური პროტესტი პრეზიდენტ დინა ბოლუარტესა და კონგრესის წინააღმდეგ.

21 სექტემბრის საღამოს დედაქალაქ ლიმაში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს, მომიტინგეებმა კი საპასუხოდ პოლიციას ქვები დაუშინეს.

შეტაკება მაშინ დაიწყო, როდესაც დემონსტრანტები კონგრესის შენობას მიუახლოვდნენ. აქციის მონაწილეებს, რომელთა უმეტესი ნაწილი სტუდენტი იყო,  სათავეში ედგა მოძრაობა სახელწოდებით Generation Z.

მომიტინგეები მოითხოვდნენ ხელფასების ზრდასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას. დემონსტრანტები ასევე ეწინააღმდეგებიან საპენსიო რეფორმასა და მთავრობას მოუწოდებენ, იმოქმედოს  მზარდი კრიმინალის შესაჩერებლად.

პერუს  პრეზიდენტი მასშტაბური პროტესტის ფონზე გაემგზავრა ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.

დაკავშირებული ამბები
ლიმაში, კერძოდ უაკა-პუკლიანაში არქეოლოგებმა 1300 წლის წინანდელი ადამიანი ნეშთი აღმოაჩინეს მარკო რუბიოს პერუში პროტესტით დახვდნენ
სხვა ამბები