კატეგორიები

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 400-მდე გაიზარდა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 400-მდე გაიზარდა

ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 1 400-ს გადააჭარბა. დაშავებულია 3 000-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ „თალიბანის” სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განცხადება დღეს, 2 სექტემბერს, პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და სავარაუდოა, რომ გაიზრდება მსხვერპლიც. განადგურებულია არაერთი სოფელი. რთული რელიეფის გამო სამაშველო ჯგუფების მუშაობა და მთიან ტერიტორიებამდე მისვლა რთულდება.

6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ავღანეთში კვირას, 31 აგვისტოს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12 საათისთვის მოხდა. ეპიცენტრი ავღანეთის სიდიდით მეხუთე ქალაქიდან, ჯალალაბადიდან, 27 კილომეტრით იყო დაშორებული.

დაკავშირებული ამბები
ავღანელების სამშობლოში დასაბრუნებლად ევროკავშირი იძულებულია, „თალიბანთან“ დიალოგი აწარმოოს პაკისტანმა ავღანეთზე იერიშები მიიტანა
სხვა ამბები