კატეგორიები

უნგრეთი და სლოვაკეთი ბრიუსელს მოუწოდებენ, უზრუნველყონ მათი ენერგოუსაფრთხოება.

უნგრეთი და სლოვაკეთი ბრიუსელს მოუწოდებენ, უზრუნველყონ მათი ენერგოუსაფრთხოება.

უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ უკრაინის თავდასხმების ფონზე, უზრუნველყოს მათი ენერგო უსაფრთხოება – ამის შესახებ ნათქვამია სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილში.

ეს კი მას შემდეგ, რაც, ბუდაპეშტის მტკიცებით, უკრაინამ მორიგი იერიში მიიტანა “დრუჟბაზე”, რომელიც რამდენიმე ევროპული ქვეყნის მსგავსად, რუსული ნავთობით ამარაგებს უნგრეთსა და სლოვაკეთს.

უნგრეთის პირველი დიპლომატი პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ ამ გზით კიევი ცდილობს უნგრეთის ომში ჩართვას. ერთობლივ განცხადებაში კი, მხარეები წერენ, რომ ნავთობსადენის გარეშე შეუძლებელია უნგრეთისა და სლოვაკეთის უსაფრთხო მომარაგება. ცნობილია, რომ იმავე პრეტენზიებით მისწერა წერილი ვიქტორ ორბანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც, თავის მხრივ, ამ ფაქტით უკმაყოფილება გამოთქვა.

„ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ კვლავ განხორციელდა თავდასხმა, მოკლე დროში მესამედ. უნგრეთში ნავთობის მიწოდება კვლავ შეჩერდა. ეს არის მკაფიო თავდასხმა ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების წინააღმდეგ და მორიგი მცდელობა ჩაგვითრიონ ომში. ეს წარმატებული ვერ იქნება!ჩვენ ვდგავართ მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების მხარეს“, – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინიტრი, პეტერ სიიარტო.

Related news
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა
სხვა ამბები