კატეგორიები

სომალის ნახევარკუნძულზე პოლიციელბმა ავაზას 10 ბოკვერი გადაარჩინეს

სომალის ნახევარკუნძულზე პოლიციელბმა ავაზას 10 ბოკვერი გადაარჩინეს

სომალის გამოყოფილ რეგიონში, სომალილენდში, ავაზას 10 ბოკვერი გადაარჩინეს, რომლებიც დაბადებიდან ტყვეობაში იყვნენ და საერთაშორისო ველური ბუნების სავაჭრო ბაზრებისთვის იყვნენ განკუთვნილი.

ლორი მარკერმა, ავაზების დაცვის ფონდის დამფუძნებელმა, რომელიც ბოკვერებზე ზრუნავს, განაცხადა, რომ ისინი ყველა სტაბილურ მდგომარეობაში არიან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი თვეების განმავლობაში ტყვეობაში ყოფნის გამო არასაკმარისად იკვებებოდა.

მისი თქმით, ერთ-ერთი 8 თვის ბოკვერი ექვსი თვის განმავლობაში დაბმული იყო და ამის გამო სიარული ძალიან უჭირს, ხოლო ერთ-ერთი 5 თვის ბოკვერი კი არასაკმარისად იკვებებოდა და ძალიან დასუსტებულია.

სალაჰლის რაიონში 14 აგვისტოს ჩრდილოეთით ჩატარებული სპეც ოპერაციის ორი პირი დააკავეს, რომლებიც ბოკვერებს უკანონოდ ფლობდნენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს დირექტორმა აბდინასირ ჰუსეინ საიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავაზას ბოკვერები მსგავს ოპერაციებში გადარჩენილ სხვა 109 ბოკვერს შეუერთდნენ.

„გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს სახელით, ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით პოლიციას 10 ავაზის გადარჩენისთვის. ეს ავაზები უკანონო ვაჭრობისთვის იყვნენ განკუთვნილი. სამინისტრო ამჟამად დარასლამის რაიონში 109 ავაზაზე ზრუნავს. ჩვენ მოვუწოდებთ სომალილენდის მოსახლეობას, დაიცვან ველური ბუნება.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო უსაფრთხოების ძალებს, განსაკუთრებით ჰარგეისას ჩრდილოეთ რეგიონის პოლიციის განყოფილებას. მათ ორი პირი დააკავეს მანქანით, რომლებიც ავაზას ბოკვერების უკანონოდ გაყიდვას აპირებდნენ.“-ამბობს აბდინასირ ჰუსეინ საიდი, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს დირექტორი

სომალილენდი ველური ცხოველებით არალეგალური ვაჭრობის მთავარი სატრანზიტო ცენტრია.

აფრიკის რქის, იგივე სომალის ნახევარკუნძულის ცხოველთა დამცველები შეშფოთებას გამოთქვამენ სპარსეთის ყურის ქვეყნებში ეგზოტიკური ცხოველების მოთხოვნის ზრდისა და შედეგად მიღებული არალეგალური ვაჭრობის გამო, რომელიც გავლენას ახდენს აფრიკის რქის ქვეყნების ეკოსისტემებზე.

Related news
„ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი კუბის სანაპირო დაცვამ აშშ-ში რეგისტრირებულ ნავს ცეცხლი გაუხსნა
სხვა ამბები