კატეგორიები

გერმანია პალესტინის სახელმწიფოებრიობას არ აღიარებს, თუმცა ხელსაც არ შეუშლის

გერმანია პალესტინის სახელმწიფოებრიობას არ აღიარებს, თუმცა ხელსაც არ შეუშლის

გერმანია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას არ აპირებს, თუმცა არც პროცესისთვის გეგმავს ხელის შეშლას. ბერლინში ხაზს უსვამენ, რომ პალესტინის აღიარების პროცესი ნამდვილად ახლა უნდა დაიწყოს, თუმცა მის პირველ ეტაპზე გერმანია აღიარების გადაწყვეტილებას არ შეუერთდება.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა რამალაში, დასავლეთ სანაპიროზე, სტუმრობისას განაცხადა, რომ ამას ბერლინი პროცესის დასკვნით ნაბიჯად განიხილავს. ორი სახელმწიფოს პრინციპით პრობლემის გადაწყვეტის გზას ბერლინშიც ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევენ, რათა ისრაელელებსა და პალესტინელებს მშვიდ, უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში შეეძლოთ თანაცხოვრება.

„ჩვენ არ ვაღიარებთ პალესტინას პროცესის დასაწყისში. ეს იქნება ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი, რომელიც ამ პროცესში გადაიდგმება. თუმცა მიუხედავად ამისა, პრობლემის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაჭრის ცალსახა მომხრეებად ვრჩებით. ჩვენს უპირველეს პრიორიტეტი კვლავაც პალესტინის სახელმწიფოს მშენებლობაა.

პირველი რამ კი, რასაც ამ გზაზე უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტაა, რათა ღაზაში ომი შეწყდეს. ეს თავის მხრივ საგანგებო გზავნილია ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასისთვის” , რომ დაყარონ იარაღი და გაათავისუფლონ ტყვეები. ასევე მოვუწოდებთ ისრაელის მთავრობას, რომ მოემზადოს მშვიდობისთვის”, – აღნიშნა იოჰან ვადეფულმა.

პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მზაობა ბოლო რამდენიმე დღეში საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და მალტამ გამოთქვეს.

Related news
მაიამიში დონალდ ტრამპსა და რეგიონის 14 ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა
სხვა ამბები