მთავარიაზიასირიასირიაში საპარლამენტო არჩევნები იგეგმება

სირიაში საპარლამენტო არჩევნები იგეგმება

სირიაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარდება იგეგმება. ამ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სახალხო კრების არჩევნების უმაღლესი კომიტეტის თავმჯდომარეზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე მუჰამედ ტაჰა ალ-აჰმადი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნები 15-დან 20 სექტემბრამდეა დაგეგმილი. მანვე დასძინა, რომ საარჩევნო ორგანოებში სულ მცირე 20% ქალები არიან და პროცესებს საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან.

„დროებითი საარჩევნო სისტემის დამტკიცების შემდეგ ქვეკომიტეტების შესარჩევად დაახლოებით ერთი კვირა დაგვჭირდება. ამ ქვეკომიტეტებს საარჩევნო ორგანოების შესარჩევად 15 დღე მიეცემათ. ამის შემდეგ კანდიდატების წარდგენის პერიოდი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კანდიდატებს დაახლოებით ერთი კვირა ექნებათ ვადა სარეკლამო და საარჩევნო კამპანიების საწარმოებლად, პერსონალური მონაცემებისა და საარჩევნო პროგრამების წარსადგენად, ასევე თითოეულ პროვინციაში კანდიდატებს შორის საარჩევნო ორგანოების წევრთა წინაშე დებატების გასამართად. ბოლოს კი არჩევნები ჩატარდება. ამრიგად, ვიმედოვნებთ, რომ მთელი ეს პროცესი 15-იდან 20 სექტემბრამდე დასრულდება“, – აცხადებს სახალხო კრების არჩევნების უმაღლესი კომიტეტის თავმჯდომარე მოჰამედ ტაჰა ალ-აჰმადი.

210-ადგილიან პარლამენტში ერთი მესამედი დროებითი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას, მიერ დაინიშნება, ხოლო დანარჩენ წევრებს არაპირდაპირი წესით აირჩევენ.

სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა Copyright AP Photo/Mosa’ab Elshamy

ახალი ხელისუფლების პირობებში ეს პირველი არჩევნები იქნება. არჩევნები ინიშნება მაშინ, როცა დროებითი ხელისუფლების მიერ სამხრეთ სირიაში ეთნიკურ დრუზებთან სამხედრო დაპირისპირებამ აჰმედ ალ-შარაას ხელისუფლების შესახებ მოსაზრებები ორად გაყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend