მთავარიაზიაჩინეთიჩინეთის სხვადასხვა რეგიონში წყალდიდობაა

ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში წყალდიდობაა

ძლიერმა წვიმებმა სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, წყალდიდობა გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 40 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

წყალდიდობისა და გვალვის კონტროლის სამსახურის ინფორმაციით, ხანგრძლივი წვიმების შემდეგ ჰიდროლოგიური სადგურის წყლის დონემ მაქსიმალურ ზღვარს, 255 მეტრს, მიაღწია.

რამდენიმე მდინარის წყლის დონე სწრაფად იზრდება და მოსალოდნელია, რომ ეს მდინარეები 30 წელიწადში ერთხელ წყალდიდობის დონეს გადააჭარბებს.

ჩინეთიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ დაფარა საცხოვრებელი კორპუსებითა და მაღაზიებით გარშემორტყმული ცენტრალური გზა მდინარემ. ავტომობილები წყლით არის დაფარული.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყალდიდობის საწინააღმდეგოდ შვიდი ძირითადი ზონა და ორი ცენტრალიზებული დროებითი თავშესაფარი შექმნა, რათა მოსახლეობას საცხოვრებელი და ძირითადი საჭიროების პროდუქტები მიაწოდოს.

ჩინეთის ზოგიერთ რაიონში კავშირგაბმულობაც შეფერხებულია, რაც ართულებს  გადაუდებელი დახმარების პროცესს.

ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უახლოეს დღეებში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend