მთავარიმსოფლიოისრაელს მთელი ღამე იერიშები მიჰქონდა ირანის სამხედრო და ბირთვული კვლევის ობიექტებზე

ისრაელს მთელი ღამე იერიშები მიჰქონდა ირანის სამხედრო და ბირთვული კვლევის ობიექტებზე

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ მთელი ღამის განმავლობაში თეირანის ათობით სამხედრო და ბირთვული კვლევის ობიექტზე ავიაიერიშები მიიტანეს.

სამხედროების ცნობით, ოპერაციაში მონაწილეობდა 60-ზე მეტი გამანადგურებელი, რომლებმაც 120-ზე მეტი რაკეტა ჩამოაგდეს.

“სამიზნეებს შორის იყო სამხედრო-სამრეწველო ობიექტები, რომლებიც აწარმოებდნენ რაკეტების კომპონენტებს და ობიექტები, რომლებიც რაკეტების ძრავების საწარმოებლად გამოიყენებოდა”, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ასევე, სარაკეტო იერიში იყო ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაზე, სადაც ირანული ბალისტიკური რაკეტა საცხოვრებელ კორპუსთან დაეცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 14 ადამიანია დაშავებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend