კატეგორიები

საფრანგეთისა და ბრაზილიის პრეზიდენტებმა შეხვედრა გამართეს

საფრანგეთისა და ბრაზილიის პრეზიდენტებმა შეხვედრა გამართეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვასა და მის მეუღლეს  მასპინძლობენ.

ვიზიტის მიზანია ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა: თავდაცვა, ეკონომიკა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერება.

საფრანგეთისა და ბრაზილიის პრეზიდენტებმა ღაზის საკითხების შესახებ იმსჯელეს და საერთაშორისო საზოგადოებას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდეს. ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ღაზაში განვითარებული მოვლენები კრიტიკულად შეაფასა, ემანუელ მაკრონმა კი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მომდევნო დღეებში დავინახავთ, საჭიროა თუ არა ტონის გამკაცრება და კონკრეტული ზომების მიღება. ამ ეტაპზე არ მსურს უფრო მეტის თქმა, რათა არ შევუშალო ხელი ჩვენს მინისტრებს, ერთი მხრივ, შეთანხმების საბოლოო ფორმულირებაში, და რაც მთავარია, რეალური შედეგების მიღწევასა და ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამ საკითხზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებთან, ისე ბრიტანელებთან“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

„რაც ღაზაში ხდება, ეს ომი არ არის. ეს გენოციდია,  რომელსაც ახორციელებს განვითარებული არმია ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. აი, ეს ხდება და კაცობრიობამ აღშფოთება უნდა გამოხატოს. საზოგადოებამ უნდა გამოხატოს პროტესტი.  სწორედ ამიტომ ვაგრძელებ მოთხოვნას… ალბათ ძალიან მოსაბეზრებელი კაცი ვხდები … მაგრამ კვლავ მოვითხოვ  გაეროს რეფორმირებას. დღევანდელი გაერო არ შეიძლება იყოს 1945 წლის გაერო. თანამედროვე გაერომ უნდა მოიცვას აფრიკის კონტინენტი, სამხრეთი ამერიკა, ლათინური ამერიკა — მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ ისეთ მნიშვნელოვანმა ქვეყნებმა, როგორებიცაა გერმანია და იაპონია. რატომ არ არის მასში ინდოეთი?

ამიტომაც ვფიქრობ, რომ იმავე გაერომ უნდა შეინარჩუნოს ავტორიტეტი და დაიცვას 1967 წელს დადგენილი საზღვრები. ეს არის მინიმალური გონივრული მოთხოვნა, რომელიც ჩვენ, როგორც ჰუმანისტებს, შეგვიძლია წამოვაყენოთ“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ.

ლუის ინასიუ ლულას ვიზიტი საფრანგეთში 5-იდან 9 ივნისამდე გრძელდება. პრეზიდენტების განცხადებით, ღაზაში მიმდინარე მოვლენები ამ დიალოგში ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად რჩება.

Related news
ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ბირთვული ქობინების მარაგის გაზრდის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს
სხვა ამბები