საქართველოში 2024 წლის მონაცემებით, 1989 წლიდან დღემდე, აივ-ით ინფიცირებული 11, 025 ადამიანი არის აღრიცხული, და მათგან 2 331 აივ-ის თანმდევი გართულებებით გარდაიცვალა.
დღეს აივ-ით ინფიცირებული ადამიანები ქორწინდებიან, ბავშვებს აჩენენ და ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევიან, თუმცა ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები უგულებელყოფენ რეალობას და აივ-ით ინფიცირებული ადამიანებისგან თავს შორს იჭერენ.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ნატალია ზაქარეიშვილმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ანალიტიკოსმა ისაუბრა.
