გუშინ, 4 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ცნობილი და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის სოლო კონცერტი გაიმართა.
პროგრამაში ფრედერიკ შოპენის ნაწარმოებები იყო. საგანმანათლებლო პროექტი, რომლის ფარგლებშიც ეს კონცერტი გაიმართა, ელისო ვირსალაძის მასტერკლასებსაც მოიცავს. ცნობილი პიანისტი თავის გამოცდილებას ახალ თაობას გაუზიარებს. მასტერკლასები 9 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში თელავის კლასიკური მუსიკის ფესტივალის პროგრამების მენეჯერმა, მაია კოკოჩაშვილმა ისაუბრა.
