კატეგორიები

მიხეილ ყაველაშვილმა 33 მსჯავრდადებული შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა 33 მსჯავრდადებული შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.

„მიხეილ ყაველაშვილმა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა.

შეწყალებულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დატოვების შემდეგ შეეძლებათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, – წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები