კატეგორიები

ევროკავშირმა Meta და Apple 700 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირმა Meta და Apple 700 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირის სამეთვალყურეო უწყებამ დააჯარიმა კომპანია Apple და Meta ასობით მილიონი ევროთი.

კომპანია Apple 500 მილიონი ევროთი დაჯარიმდა იმის გამო, რომ ტექნოლოგიური გიგანტი არ აძლევს აპლიკაციის შემქმნელებს საშუალებას, შესთავაზონ მომხმარებლებს უფრო იაფიანი, ალტერნატიულ სერვისები Apple-ის ონლაინმაღაზიის გარდა.

კომპანია Meta ევროკომისიისგან დაჯარიმდა 200 მილიონი ევროთი, რადგან ის აიძულებს „ფეისბუკისა” და „ინსტაგრამის” მომხმარებლებს აირჩიონ და ხედავდნენ პერსონალიზებულ რეკლამას, ან თავიდან ასაცილებლად შესაბამისი თანხა გადაიხადონ.

ეს ჯარიმა გაცილებით მცირეა ვიდრე მრავალმილიარდიანი ჯარიმები, რომლებიც კომისიამ მანამდე დაუწესა ტექნოლოგიურ კომპანიებს ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის.

ჯარიმები დაწესდა ევროკავშირის ციფრული ბაზრის შესახებ კანონის შესაბამისად. ეს არის ყოვლისმომცველი კანონი, რომელიც არეგულირებს, თუ რისი კეთება შეუძლიათ ან არ შეუძლიათ ტექკომპანიებს. ასევე ეს კანონმდებლობა დიდ კორპორაციებს არ აძლევს მონოპოლიზების საშუალებას და მომხმარებლებსა და მეწარმეებს უფრო მეტი არჩევანი აქვთ.

Related news
ევროკავშირი გეგმავს, ყოფილ რუს სამხედროებს შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალოს ევროკომისიის ახალი სტრატეგია ბლოკის ცხრა ქვეყნისთვის
სხვა ამბები