მთავარისპორტი„ქუთაისი 2010“ საქართველოს თასის გამარჯვებულია

„ქუთაისი 2010“ საქართველოს თასის გამარჯვებულია

„ქუთაისი 2010“ საქართველოს თასის გამარჯვებული მეხუთედ გახდა. კოტე ტუღუშის გუნდმა „თბილისი არენაზე“ გამართულ ფინალურ შეხვედრაში „თსუ“ 83:76 დაამარცხა.

მატჩისა და შეჯიბრების საუკეთესო მოთამაშე გახდა საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, გიორგი ოჩხიკიძე, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში 21 ქულა ჩააგდო და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე 15 ქულაა, აკაკი დვალიშვილმა მატჩი 13 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა, მიხეილ ბერიშვილმა კი 11 ქულა მოიპოვა.

„თსუდან” ყველაზე შედეგიანები გლენ აბრამი (17 ქულა) და ვილი ისიანი (15 ქულა) იყვნენ, თუმცა ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა ტიტულის დაცვა ვერ შეძლო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend