პოეზია აქ და ახლა

პოეზია აქ და ახლა- პოლონელი და ქართველი პოეტები ურთიერთთარგმანებში– ამ სახელწოდებით, ცნობილი პოლონელი და ქართველი პოეტების მონაწილეობით, 8-11 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობის ფარგლებში მთარგმნელობითი სემინარები გაიმართება.

პოლონელ ავტორებს შორის არიან:

კრისტინა დამბროვსკაიაცეკ დენელი და დარიუშ სოშნიცკი, ხოლო ქართულ მხარეს რატი ამაღლობელი, ლელა სამნიაშვილი და ნინი ელიაშვილი წარმოადგენენ.

პოეზიის ურთიერთთარგმანში მათ მაგდა ნოვაკოვსკა და კატია ვოლტერსი დაეხმარებიან. ამ თანამშრომლობის შედეგად შექმნილი თარგმანების პრეზენტაცია და მონაწილეებთან შეხვედრა 11 აპრილს 19 საათზე თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გაიმართება.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ქართველოლოგმა, მთარგმნელმა მაგდა ნოვაკოვსკამ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend