“კუდიანებზე ნადირობის კიდევ ერთი მაგალითი” – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, მარინ ლეპენის სასამართლო საქმეს.
დონად ტრამპმა “ეროვნული გაერთიანების” ლიდერისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა და 4-წლიან სასჯელს საკუთარ შემთხვევას შეადარა და აღნიშნა, რომ ეს დევნაა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპელი მემარცხენეები კანონს თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად და მათი პოლიტიკური ოპონენტების ცენზურის მიზნით იყენებენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა, საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში დაწერა. ტრამპის თქმით, მარინ ლე პენს დანაშაული არ ჩაუდენია და რაც მოხდა “ბუღალტრული შეცდომა” იყო.
მარინ ლე პენი და კიდევ რამდენიმე ყოფილი ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში ცნეს დამნაშავედ. მას საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა. 4-წლიან საპატიმრო სასჯელი კი ნაწილობრივ პირობით ,ნაწილობრივ შიდა პატიმრობით განისაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება.
„არ ვიცნობ მარინ ლე პენს, მაგრამ ვაფასებ იმას, რომ ამდენი წლის განმავლობაში შრომობდა. მარცხდებოდა, მაგრამ განაგრძობდა და ახლა, მოსალოდნელი დიდი გამარჯვების წინ, ისინი მას დევნიან მცირე ბრალდებით, რომლის შესახებ, ალბათ, არაფერი იცოდა – ეს “ბუღალტრულ” შეცდომად მეჩვენება.
ეს ყველაფერი ძალიან ცუდია საფრანგეთისთვის და დიდი ფრანგი ხალხისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს არიან ისინი. თავისუფლება მარინ ლე პენს. ეს არის იგივე „სახელმძღვანელო“, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენა შეშლილთა და დამარცხებულთა ჯგუფმა, როგორიცაა ნორმა ეიზენი, ენდრიუ ვაისმანი და ლიზა მონაკო. ისინი ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სხვაზე არაფერზე ფიქრობდნენ და მარცხი განიცადეს, რადგან შეერთებული შტატების ხალხი მიხვდა, რომ ისინი მხოლოდ კორუმპირებული ადვოკატები და პოლიტიკოსები იყვნენ“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
