სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წელს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 6,51%-ითაა გაზრდილი.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, 2025 წლის თებერვლის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა ეს მონაცემები.
რა იწვევს ასეთ საგანგაშო სტატისტიკას ქვეყანაში, როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა ამ თვალსაზრისით და როგორ აისახება ბავშვთა სიღარიბე მათივე კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და სიცოცხლეზე – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მკვლევარმა მარიამ ჯანიაშვილმა ისაუბრა.
