„მოხალისეობა დადებითი ცვლილებებისათვის“ – დასრულდა პროექტი, რომელმაც საქართველოს მასშტაბით 5 ათასზე მეტი ახალგაზრდა გააერთიანა.
გაიმართა კონფერენცია, რომელზეც მონაწილეებმა თავიანთი მიღწევები შეაჯამეს. პროექტი ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდმა” ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერითა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით განახორციელა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდის” გენერალური მენეჯერმა, ნინო თოდუამ და პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, მოხალისე მარიამ ბაჩალიაშვილმა ისაუბრეს.