კატეგორიები

„ძალა სტუდენტების ერთობაშია“ – აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

„ძალა სტუდენტების ერთობაშია“ – აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

„ძალა სტუდენტების ერთობაშია“, – ამ ლოზუნგით საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ.

ადგილზე შეკრებილებმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს, მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლეს.

ეს სტუდენტების ახალი ინიციატივის – ახალი საპროტესტო კერის შექმნის ფარგლებში მეორე შეკრებაა.

19 მარტს განათლების სამინისტროსთან შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ პროტესტის ახალ ფაზაში გადადიან და სხვადასხვა სივრცეში მუდმივად შეიკრიბებიან, რათა ისაუბრონ განათლების სისტემაში არსებულ სიღრმისეულ პრობლემებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათი თქმით, „არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებისა თუ უმოქმედობის შედეგია”.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები