მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპმა განათლების დეპარტამენტის გაუქმების ბრძანებას მოაწერა ხელი

დონალდ ტრამპმა განათლების დეპარტამენტის გაუქმების ბრძანებას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას განათლების ფედერალური დეპარტამენტის გაუქმების შესახებ.

დადგენილება განათლების სექტორის თითქმის სრულ კონტროლს გადასცემს შტატებსა და ადგილობრივ საბჭოებს. თუმცა განათლების დეპარტამენტის სრული დახურვისთვის პრეზიდენტის განკარგულების გარდა საჭირო იქნება აშშ-ის კონგრესის შესაბამისი აქტი, სადაც გადაწყვეტილებას საკმარისი მხარდამჭერები შეიძლება არ ჰყავდეს.

თეთრი სახლში აცხადებენ, რომ განათლების დეპარტამენტის გაუქმება გააუმჯობესებს განათლების დონეს და დაზოგავს ფულს. თუმცა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები და გადაწყვეტილების სხვა ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი მოსწავლეებს, მათ შორის ყველაზე დაუცველ სტუდენტებს დააზარალებს.

„ძალიან მარტივია, ჩვენ ვაპირებთ, რომ განათლება დავაბრუნოთ იქ, სადაც ის უნდა იყოს, ანუ შტატებში. ეს ძალიან პოპულარული ნაბიჯია, თუმცა რაც მთავარია, ეს საღი აზრია. და ეს იმუშავებს. ნამდვილად იმუშავებს. გუბერნატორებთან და სხვებთან საუბრის შემდეგ, შემიძლია გითხრათ, რომ მათ სურთ, თავიანთი შვილები დაიბრუნონ და მათ ინდივიდუალურად ასწავლონ. ახლა ალბათ ხარჯები განახევრდება და განათლებაც გაცილებით უკეთესი იქნება. ასე რომ, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ყველაფერს. ერთი პატარა განცხადება მინდა გავაკეთო. ჩემთვის ამ ქვეყანაში მასწავლებლები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხია და ჩვენ ვაპირებთ ვიზრუნოთ ჩვენს მასწავლებლებზე. არ მაინტერესებს რომელიმე კავშირის წევრები არიან თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვაპირებთ ვიზრუნოთ ჩვენს მასწავლებლებზე. და მჯერა, რომ თავად შტატები უფრო კარგად იზრუნებენ მათზე. ისინი ყველა სახის მექანიზმით იმუშავებენ, მათ შორის დამსახურებაზე დაფუძნებულ სისტემაზეც. ეს შესანიშნავი მასწავლებლები უფრო მეტად იქნებიან დაფასებული. ალბათ ეს ასეც უნდა იყოს. ამ გადაწყვეტილებას თავად შტატები მიიღებენ. ჩვენ შვილებთან ერთად გვეყვარება ისინი და დავაფასებთ მათ. ისინი კი მშობლებთან ერთად იმუშავებენ. ეს საოცარი სანახავი იქნება, ეს მართლაც რაღაც განსაკუთრებული იქნება”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ხელის მოწერის ცერემონიაზე, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend