„თებერვლის გაკვეთილები 1921-2025“ – ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა თბილისში საქართველოს უნივერსიტეტისა და „სასკოლო კლუბების ასოციაციის“ პარტნიორობით.
შეხვედრაზე ოკუპაციის თემაზე მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური პოსტერები წარადგინეს. ამავე თემაზე გაიმართა პანელური დისკუსიაც. ღონისძიებაზე ის მასწავლებლები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საქართველოს ოკუპაციის თემაზე გამართულ დისკუსიებში, გამოფენებში, კონფერენციებსა და გასვლით გაკვეთილებში.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სასკოლო კლუბების ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგა ბახტურიძემ ისაუბრა.
