კატეგორიები

აშშ-ის სენატმა რობერტ კენედი უმცროსი ჯანდაცვის მინისტრად დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა რობერტ კენედი უმცროსი ჯანდაცვის მინისტრად დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა რობერტ კენედი უმცროსი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრად დაამტკიცა.

52-მა სენატორმა მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას, მხოლოდ 48-მ, მათ შორის ერთმა რესპუბლიკელმა, წინააღმდეგ მისცა ხმა.

რობერტ კენედი უმცროსი დემოკრატიული პარტიის ყოფილი წევრია. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, თუმცა მოგვიანებით მან კანდიდატურა მოხსნა და მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა.

რობერტ კენედი უმცროსი პასუხისმგებელი იქნება ჯანდაცვასა და ადამიანური მომსახურების სააგენტოზე, რომლის ბიუჯეტიც თითქმის $2 ტრილიონი აშშ დოლარია.

რობერტ კენედი უმცროსის თქმით, ის ჯანდაცვის დეპარტამენტიდან გაათავისუფლებს ყველას, ვინც მისი აზრით, მოვალეობას ვერ ასრულებდა.

ის გამოირჩევა ხმამაღალი განცხადებებით და ხშირად მას ანტივაქსერად მოიხსენიებენ.

რობერტ კენედი უმცროსმა ფიცი ოთხშაბათს, 13 თებერვალს დადო.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ში დაწყებით სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა აშშ-მა რუსულ „ლუკოილს“ სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეუმსუბუქა
სხვა ამბები