მთავარიამერიკააშშაშშ-ში ფრინველის გრიპის გამო კვერცხის საშუალო ფასი გაიზარდა

აშშ-ში ფრინველის გრიპის გამო კვერცხის საშუალო ფასი გაიზარდა

აშშ-ში კვერცხის ღირებულება იზრდება, ათი კვერცხის საშუალო ფასი 4.15$-ია.

მართალია, ეს ფასი არც ისე მაღალია, როგორც ორი წლის წინ იყო, როცა მისი ღირებულება  4.85$-ს შეადგენდა, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ კვერცხის ფასი 2025 წელს კიდევ 20%-ით გაიზრდება.

ახლა, როდესაც „მარდი გრას“ დღესასწაული ახლოვდება, ნამცხვრებზე მოთხოვნაც გაიზარდა.  მცხობლები ფინანსურ პრობლემებს აწყდებიან.

„ნორმას ტკბილი საცხობი“ ნიუ-ორლეანში მდებარეობს და ცნობილია თავისი კუბური სენდვიჩებითა და ნაღების ყველისკრემიანი სამეფო ნამცხვრებით.

ერთ-ერთი მფლობელი და მენეჯერი ხოსე კასტილიო ამბობს, რომ კვერცხის ხარჯი გასულ წელთან შედარებით გაოთხმაგდა.

„ეს პრობლემა ძალიან მაწუხებს. სიგიჟეა, ასეთი ძვირი რომ არის კვერცხი.  ჩვეულებრივ, კვერცხში 35-40 დოლარს ვიხდიდით, თუმცა ახლა გარკვეულ ადგილებში 118-120$ გვიჯდება“, – ამბობს ხოსე კასტილიო.

ხოსე კასტილიოს სურს, მისი საცხობის პროდუქტი ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს, თუმცა კვერცხის მზარდი ფასის გამო ეს შეუძლებელია.

„ვცდილობთ, არ გავზარდოთ ჩვენი პროდუქციის ფასი, რადგან ვიცი, ეს დროებითი პრობლემაა, მაგრამ კვერცხის ფასის გადასახდელად მეტი თანხა გვჭირდება. შესაბამისად, მომხმარებლებს მინდა ვუთხრა, რომ ხანდახან ეს ფასის გაზრდას გვაიძულებს. ჩვენ ეს არ გვინდა, რადგან გვსურს ყველასთვის სასურველი ღირებულება შევინარჩუნოთ“, – ამბობს ხოსე კასტილიო.

აშშ-ში გავრცელებული ფრინველის გრიპის გამო მხოლოდ 2024 წლის დეკემბერში 23 მილიონი ფრინველი დაიხოცა. ამ პრობლემამ ბაზარზე კვერცხის დეფიციტი შექმნა და საშუალო ფასიც გაზარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend