მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერას იშვიათი ლითონების სანაცვლოდ განაგრძობს

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერას იშვიათი ლითონების სანაცვლოდ განაგრძობს

დონალდ ტრამპი უკრაინას 500 მილიარდი დოლარის იშვიათ ლითონებს სთხოვს ომში მხარდაჭერის სანაცვლოდ. 10 თებერვალს „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ვეღარ გააგრძელებს უკრაინისთვის ფულის გადახდას, თუ სანაცვლოდ არაფერს მიიღებს.

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ კიევი დათანხმდა ამ შეთავაზებას. საქმე ისაა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მოიპოვება ისეთი ლითონები და მინერალები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების საწარმოებლად. უკრაინა ასევე ფლობს ქვანახშირის, ნავთობის, გაზისა და ურანის მარაგებს, თუმცა მათი დიდი ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს.

„მათ იშვიათი ლითონების, ნავთობისა თუ გაზის თვალსაზრისით ძალიან ძვირფასი მიწები აქვთ. მე მსურს, რომ ჩვენი ფული დაცული იყოს, რადგან ჩვენ ვხარჯავთ ასობით მილიარდ დოლარს, და იცით რა, მათ შეუძლიათ დადონ გარიგება, ან არ დადონ. ეს მინერალები შეიძლება ოდესმე რუსების გახდეს, ან არ გახდეს. მე მათ ვეუბნები, რომ უკან მსურს მივიღო ეს ფული, ვუთხარი, რომ მსურს 500 მილიარდი დოლარის ეკვივალენტის იშვიათი ლითონები და ისინი დათანხმდნენ ამას. ასე რომ, ყოველ შემთხვევაში თავს სულელებად არ ვგრძნობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სულელები ვიქნებოდით. მე მათ ვუთხარი – რაღაც უნდა მივიღოთ სანაცვლოდ, ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ ამ ფულის გადახდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend