მთავარიაზიაღაზაღაზის სექტორიდან პალესტინელების გადასახლების წინადადებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

ღაზის სექტორიდან პალესტინელების გადასახლების წინადადებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაიკავებს ღაზის სექტორს, ადგილობრივ მოსახლეობას კი სხვა ქვეყნებში გადაიყვანს. მის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ. თუმცა ისრაელის მინისტრთა კაბინეტის წევრები და მოსახლეობა დადებითად აფასებენ ტრამპის წინადადებას. ისრაელის ომმა ღაზაში, რომელიც 15 თვე გაგრძელდა, რეგიონი, ფაქტობრივად, გაანადგურა. ტრამპმა განაცხადა, რომ პალესტინელებს არ შეუძლიათ იქ ცხოვრება და, რომ ღაზა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის რივიერად გადაიქცეს.

„ჩინეთის აზრით, ის, რომ „პალესტინელებმა უნდა მართონ პალესტინა“ ომის შემდგომი მმართველობის ძირითადი პრინციპია. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ღაზის მოსახლეობის იძულებით გადასახლებას და ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი მხარეები შეასრულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ომის შემდეგ ღაზის მმართველებმა უნდა დააბრუნონ დღის წესრიგში პალესტინის საკითხი, რომელიც ითვალისწინებს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკური რეგულირების გზას, რათა მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში“, – ამბობს ლინ ძიანი, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება. ისინი ეწინააღმდეგებიან პალესტინელების სამშობლოდან გადასახლების ნებისმიერ მცდელობას და პირობას დებენ, რომ არ დაამყარებენ ისრაელთან კავშირს პალესტინის სახელმწიფოს გარეშე. არც საფრანგეთი ეთანხმება პალესტინის მოსახლეობის იძულებით გადასახლებას და ამბობს, რომ ეს იქნება საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. კრემლშიც აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა ორი სახელმწიფოს პრინციპზე გადის.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანიზმაც აღნიშნა, რომ მისი მთავრობა განაგრძობს ორი სახელმწიფოს პრინციპის მხარდაჭერას, სადაც ისრაელელებსაც და პალესტინელებსაც შეეძლებათ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend