მთავარიაზიაისრაელი“ჰამასმა” კიდევ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

“ჰამასმა” კიდევ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გაცვლის პროცესი გრძელდება. გასულ შაბათს „ჰამასის“ ტყვეობიდან კიდევ სამი ისრაელელი  მძევალი გათავისუფლდა.

როგორც ცნობილია, მხარეები მომავალ კვირაში დაიწყებენ მოლაპარაკებების მეორე ეტაპს, რომელიც დარჩენილი მძევლების გათავისუფლებასა და ზავის განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

ოფერ კალდერონი მრავალთვიანი ტყვეობის შემდეგ სახლში დაბრუნდა. ოჯახის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საფრანგეთის მთავრობასა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

წარმოშობით ფრანგი კალდერონი, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის ფარგლებში, შაბათს ორ სხვა მძევალთან ერთად გაათავისუფლეს.

ოფერის ძმა ნისან კალდერონი მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებთ: არ გაჩერდნენ და გააგრძელონ მუშაობა, რათა ყველა მძევალი დროულად დაბრუნდნენ სახლებში.

ისრაელი და „ჰამასი“ მომავალ კვირას დაიწყებენ მოლაპარაკებას ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპის შესახებ, რომელიც დარჩენილი მძევლების გათავისუფლებასა და ზავის განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ,  ომი შესაძლოა მარტის დასაწყისში განახლდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend