კატეგორიები

სერბეთში სტუდენტებმა პროტესტის ფარგლებში 80-კილომეტრიანი მარში დაიწყეს

სერბეთში სტუდენტებმა პროტესტის ფარგლებში 80-კილომეტრიანი მარში დაიწყეს
სერბეთის უნივერსიტეტის ასობით სტუდენტმა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფარგლებში გუშინ 80-კილომეტრიანი მარში დაიწყო.

ისინი ბელგრადიდან ჩრდილოეთის ქალაქ ნოვი–სადში ჩავლენ. ამ ქალაქში, რკინიგზის ახლად გარემონტებულ  სადგურზე, 15 ნოემბერს  ბეტონის კონსტრუქცია ჩამოიშალა, რასაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შაბათს ნოვი–სადში 24-საათიანი ბლოკადა იგეგმება.

სტუდენტების მოთხოვნაა, ინციდენტზე პასუხისმგებლობა მთავრობამ აიღოს.  მათი თქმით, რკინიგზის სადგურის  შენობის ჩამონგრევა ხელისუფლების კორუფციის შედეგია. დიდი ხანია, სერბეთში ასეთი მასშტაბური  დემონსტრაციები არ ყოფილა.

ეს  სერიოზული გამოწვევაა ქვეყნის ამჟამინდელი მეთაურის ალექსანდარ ვუჩიჩისთვის. ორკვირიანი პროტესტის შედეგად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა, თანამდებობიდან გადამდგარიყო.

დაკავშირებული ამბები
ბოდიში მაყურებელს - ვუჩიჩის მარცხის შემდეგ სერბულმა ტელეარხმა რიტორიკა შეცვალა „პოლიტიკური მიწისძვრა“ სერბეთში - ვუჩიჩის ეპოქა დასრულდა
სხვა ამბები