მთავარიმსოფლიოსენატი პანამის არხის საკითხს განიხილავს

სენატი პანამის არხის საკითხს განიხილავს

საინტერესოა, როგორ აისახება პანამის არხის საკითხი აშშ-ის ვაჭრობას და ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, კომერციის მეცნიერებისა და ტრანსპორტის კომიტეტში, პანამის არხთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა.

სხდომა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  განაცხადა,  რომ მას სურს, ამერიკამ გავლენა დაიბრუნოს პანამის არხზე. ტრამპმა ისაუბრა ამერიკული გემების უხეში დაბეგვრის შესახებ და დასძინა, რომ ახლა არხს ჩინეთი აკონტროლებს. სენატში განიხილავენ, თუ რა გავლენა აქვს ჩინეთს პანამის არხსა და 1977 წელს აშშ-სა და პანამას შორის დადებულ  შეთანხმებაზე. სენატორებმა კითხვები დაუსვეს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორს, იურისტ ევგენი კონტოროვიჩს.

დენ სალივანი, სენატორი: „დავუშვათ ჩინეთი შეიჭრა ტაივანში, ან ფილიპინებში.. ან წამოიწყო ომი სადმე სამხრეთ ჩინეთის ზღვებში, და ჩვენ იძულებული ვართ, საზღვაო ძალები გადავიყვანოთ ინდო-წყნარი ოკეანის აუზში პანამის არხის გავლით…  საინტერესოა, იმ ჩინურ კომპანიებს, რომლებიც ახლა პანამის არხს აკონტროლებენ, რამდენად ეხებათ  ჩინეთის ის კანონი, რომელიც კომპანიებს ქვეყნის სადაზვერვო და სამხედრო სამსახურებთან თანამშრომლობას ავალდებულებს…“

ევგენი კონტოროვიჩი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი: „დიახ, მათ ეხება ეს  კანონები, რადგან თითოეული მათგანი ჰონგკონგური კომპანიაა და, რა თქმა უნდა, თუკი ჩინეთის მთავრობის სურვილს არ შეასრულებენ, შედეგებსაც ნახავენ…“

დენ სალივანი, სენატორი: „იქნება თუ არა ეს შეთანხმების დარღვევა? და არის თუ არა ეს ჩვენთვის საფრთხის შემცველი… თუკი შეიჭრებიან ტაივანში, ფილიპინებზე, მათ შეუძლიათ ასეთ კომპანიებს უბრძანონ, რომ შეაფერხონ არხში გავლა, ჩაძირონ გემები. ჩინეთის კანონმდებლობა ავალდებულებს მათ ამის გაკეთებას?“

ევგენი კონტოროვიჩი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი: „არ ვიცი,  რამდენად ავალდებულებს  მათ კანონი.  მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩინეთს ასეთ კომპანიებზე გავლენისა და ზეწოლის მრავალი ინსტრუმენტი ექნება. სწორედ ამიტომ ხელშეკრულება კონკრეტულად ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ პანამის არხზე ამ ობსტრუქციის დასასრულებლად. ჩვენ არ უნდა მოვიცადოთ იქამდე, სანამ მტრული სამხედრო მოქმედებებით არხი დაიხურება. ეს ჩვენთვის კატასტროფის მომტანი იქნება. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ საფრთხეებს ამ საწყის ეტაპზე. შემდეგ კი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, საკმარისია თუ არა ეს.“

რამდენიმე დღის წინ პანამის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არხს არც პირდაპირ და არც ირიბად არ აკონტროლებს არც ჩინეთი, არც ევროკავშირი, არც აშშ თუ სხვა რომელიმე ქვეყანა. ცნობილია, რომ აშშ-ს პანამის არხზე 1999 წლის ბოლომდე ჰქონდა გავლენა.  2000 წლიდან კონტროლი პანამას გადაეცა აშშ-ის პრეზიდენტ კარტერის და პანამის ლიდერის მიერ 1977 წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.

ახლა კი სენატში აღნიშნავენ, რომ ჩინური კომპანიების გავლენა ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებაზე ისახება. პრეზიდენტ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ კვლავ განაცხადა, რომ ჩინეთის უპირატესობას პანამის არხზე არ დაუშვებს.

რუზველტი პრეზიდენტი რომ გახდა, დიდძალი ფული დახარჯა. თანხა უზარმაზარი იყო და ასე შეიქმნა პანამის არხი. თქვენ შეიძლება იცით ამის შესახებ. ეს საკითხი აქტუალური გახდა, რადგან ჩინეთმა, ფაქტობრივად, ხელში ჩაიგდო ეს. და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არანაირად!. ეს იყო უდიდესი ინვესტიცია, რაც კი ოდესმე ჩვენს ქვეყანას გაუკეთებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღევანდელ ციფრებში თუ გადმოვიყვანთ, ამხელა თანხა ჩვენ არასდროს დაგვიხარჯავს. ასევე  110 წლის წინ 38 ათასი ადამიანი დავკარგეთ პანამის არხის მშენებლობისას. ამასთან, ესაა ყველაზე შემოსავლიანი ინფრასტრუქტურა, რომელიც კი ოდესმე შექმნილა. გემების რიგი ფლორიდამდეა, რომ ეს არხი გაიარონ. ჩვენ არ ვაპირებთ ასე გაგრძელებას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ტრამპი მიმდინარე კვირაში სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ცენტრალურ ამერიკაში აგზავნის. ეს იქნება მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტი. ვიზიტები იგეგმება პანამაში, სალვადორში, გვატემალაში, კოსტა-რიკასა და დომინიკის რესპუბლიკაში. ვიზიტის მთავარი თემა სწორედ პანამის არხის საკითხია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend