კატეგორიები

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – კიდევ ერთი საპროტესტო აქცია

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – კიდევ ერთი საპროტესტო აქცია
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ. მათ მოთხოვნებს შორის არის ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებაც.

მზია ამაღლობელის კოლეგების განცხადებით, ჟურნალისტი უკვე 17 დღეა შიმშილობს, თუმცა მათ არ აქვთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მათ მოუწოდეს შესაბამის უწყებებს, მიაწოდონ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მზია ამაღლობელის შესახებ.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები