მთავარიევროპაბელარუსიშვიდი არჩევნების ერთი გამარჯვებული

შვიდი არჩევნების ერთი გამარჯვებული

ალექსანდრ ლუკაშენკა უკვე მეშვიდედ გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მან ამომრჩეველთა ხმების 86.28% მიიღო. ოპოზიციაც და დასავლეთიც დარწმუნებულია, რომ ლუკაშენკამ გააყალბა როგორც მიმდინარე, ისე წინა არჩევნები.

ხელისუფლებაში ყოფნის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ალექსანდრ ლუკაშენკას არასოდეს ჰქონია ასეთი კომფორტული საარჩევნო კამპანია.

წლების განმავლობაში პირველად მოხდა ისე, რომ მას არ მოუწია მოწინააღმდეგეებისა და კონკურენტების დამარცხება, რადგან ყველა ნამდვილი ოპოზიციონერი ან ციხეშია, ან იძულებით ემიგრაციაში.

ბელარუსში შეზღუდულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია. სწორედ ამ საკითხზე საუბრისას, ალექსანდრ ლუკაშენკამ გუშინ, 26 იანვარს განაცხადა, რომ მისი ოპონენტების ნაწილმა ციხე აირჩია, ნაწილმა კი გადასახლება. ბელარუსის პრეზიდენტად მეშვიდედ გამოცხადება ალექსანდრ ლუკაშენკას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიულოცა.

მილოცვა დღეს, 27 იანვარს, კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ლუკაშენკას გამარჯვება ცხადყოფს მის მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტეს და ბელარუსის სახელმწიფო კურსისადმი მოსახლეობის უდავო მხარდაჭერას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend