საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა.
ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ოკამი-ბორითის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მოძრაობა ასევე აღდგა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის. ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ამ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
რთული ვითარება რჩება ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.